მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

შოთა ხაბარელი

სპორტის სახეობა

ძიუდო

დაიბადა12.26.1958

1980 მოსკოვი, სსრკ - ოქრო

ოქრო

დაიბადა 1958 წლის 26 დეკემბერს ძლევისჯვარში, ქარელი.

ძიუდოისტი (78 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91 და 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

გალერეა