გიორგი ასანიძე
ძალოსნობა
დაიბადა08.30.1975
2004 ათენი, საბერძნეთი - ოქრო
დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს საჩხერეში.
ძალოსანი (77და 85 კგ). XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004, ათენი), XXVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (2000, სიდნეი. საუკეთესო შედეგი სამმა ძალოსანმა აჩვენა. მათ შორის მედლები პირადი წონის მიხედვით განაწილდა, სამეულში კი ყველაზე მძიმე ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1995). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000). ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.
გალერეა