- ქართველები ოლიმპიადებზე
- ქართველები ზამთრის ოლიმპიადაზე
- ზამთრის ოლიმპიური სახეობები
- ზაფხულის ოლიმპიური სახეობები
- ოლიმპიური ჩემპიონები
- ოლიმპიური პრიზიორები
- ოლიმპიური თამაშები
- ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
- ზამთრის ოლიმპიური თამაშები
- ოლიმპიური მოძრაობა
- პარაოლიმპიური თამაშები
- ოდა სპორტს
- საერთაშორისო ოლიმპიური მუზეუმი
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი
- ევროპის ოლიმპიური კომიტეტი
- ოლიმპიური ქარტია
- საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია
- ანტიკური ოლიმპიური თამაშები
- ქართული სპორტის ქრონიკები
- ქართველი მსოფლიო რეკორდსმენები
- საქართველო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- ოლიმპიური სტატისტიკა
- ლევან ვარდოსანიძე / LEVAN VARDOSANIDZE
- მწვრთნელები
ევროპის ოლიმპიური კომიტეტები
ამობეჭდვაორგანიზაციის მიზანია ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების მუშაობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, ოლიმპიური იდეალებისა და ფასეულობების გავრცელება და განმტკიცება. მსგავსი ორგანიზაციის შექმნის იდეა 1967 წელს წამოაყენეს ჯულიო ონესტიმ (იტალია), რაულ მოლემ (ბელგია) და რაიმონდ გაფნერმა (შვეიცარია).
ორგანიზაცია დაფუძნდა 1968 წელს და ეწოდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების კონტინენტური ასოციაცია (AENOC), მაგრამ 1975 წლამდე წერილობითი წესდება არ ჰქონდა. 1975 წელს ეწოდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია, 1995 წელს კი - ევროპის ოლიმპიური კომიტეტები. ექვემდებარება ექვსი კომისია (ტექნიკური კოოპერაციისა და სპორტის განვითარების, ოლიმპიური თამაშების მომზადების, ევროპის კავშირის, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, სამედიცინო და სამეცნიერო, ათლეტთა) და ორი სამუშაო ჯგუფი (კომუნიკაციის ახალი გზების, სპორტისა და გარემოსდაცვითი). მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან. ატარებს ევროპის მცირე ქვეყნების თამაშებს და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ დღეებს (ფესტივალს). გამოსცემს ჟურნალს "სპორტევროპა". ორგანიზაციაში გაერთიანებულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველოს ეოკი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების წევრია 1993 წლიდან.