ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

ამობეჭდვა

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. სპორტული ასპარეზობა ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებში. ტარდება 1896 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ. ოლიმპიური ქარტიის განმარტებით, ოლიმპიადა არის შეჯიბრება სპორტსმენებსა და არა ქვეყნებს შორის. თამაშებში მონაწილეობენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ შერჩეული და განაცხადით წარდგენილი სპორტსმენები. მასპინძელ ქალაქს ირჩევს და ამტკიცებს საერთაშორისო ოლომპიური კომიტეტის სპეციალური სესია. ოლიმპიადა გრძელდება არაუმეტეს 16 დღისა.

ოლიმპიზმის აღორძინების იდეა წარმოიშვა XVII საუკუნეში, მაგრამ რეალური პრაქტიკული ნაბიჯები მხოლოდ  ორი საუკუნის შემდეგ გადაიდგა. 1852 წელს ოლიმპიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა, გერმანელმა არქეოლოგმა ერნსტ კურციუსმა ბერლინის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია-"ოლიმპია", რომელსაც ფართო რეზონანსი მოჰყვა მთელ გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ. საბერძნეთში დაიწყეს მსჯელობა ოლიმპიადის განახლების შესახებ. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მრეწველი და საზოგადო მოღვაწე ევანგელოს ცაპასი. მან შედგინა გეგმა, წერილით მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას და საორგანიზაციო ხარჯებისთვის 600 ათასი დრაჰმა შესთავაზა. ასე ჩაეყარა საფუძველი ანტიკური ოლიმპიური თამაშების მაგალითზე 1859 წელს გამართულ პირველ პანბერძნულ თამაშებს. მოგვიანებით (1870, 1875, 1888 და 1989 წლებში) ჩატარდა კიდევ ოთხი ასეთი ტურნირი, რომლებშიც მხოლოდ ბერძენი ათლეტები მონაწილეობდნენ.

სპორტული თვასაზრისით, ეს შეჯიბრებები ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თამაშებმა ხელი შეუწყო ოლიმპიური იდეების გავრცელებას. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო ოლიმპიაში კურციუსის ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების (1875-81) შედეგები, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: აღმოაჩინეს 130-ზე მეტი ანტიკური ეპოქის ქანდაკება, 13 ათასამდე ბრინჯაოს ნივთი, ათასობით თიხის ჭურჭელი და ფილა უძველესი ნახატებითა და წარწერებით. გათხრების შედეგებზე პრესაში გამოქვეყნებულმა მასალებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანგ პედაგოგზე, პიერ დე კუბერტენზე, რომელიც აინთო ოლიმპიური თამაშების აღორძინების იდეით. 1880-იან წლებში იგი საფრანგეთის სპორტულ საზოგადოებათა კავშირის გენერალურ მდივნად აირჩიეს. თავად კუბერტენმა ჩამოაყალიბა "აღზრდის სისტემაში ფიზიკური ვარჯიშების დანერგვის კომიტეტი", რომელშიც გაერთიანდნენ ლიტერატურისა და მეცნიერების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები. ამ კომიტეტის თაოსნობით მოეწყო საჯარო ლექციების ციკლი ოლიმპიური იდეის ძირითად პრინციპებზე. მთავარი მომხსენებელი იყო პიერ დე კუბერტენი. მოგვიანებით მან საფრანგეთის მთავრობას წარუდგინა ოლიმპიური თამაშების აღდგენის გეგმა, იმოგზაურა ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემოიკრიბა მომხრეები. ამერიკისა და ინგლისის ათლეტური კავშირების დახმარებით კუბერტენმა შექმნა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც დაევალა დამფუძნებელი კონგრესის მომზადება.

საერთაშორისო კონგრესი გაიმართა 1894 წლის 16 ივნისს     პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიასა და შვედეთს - 20 დელეგატი. იმავე წლის 23 ივნისს შეიქმნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, გენერალურ მდივნად - პიერ დე კუბერტენი.

სოკის პირველივე სხდომაზე გადაწყდა, რომ თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გამართულიყო 1896 წელს ათენში, მომდევნო თამაშები კი - ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 1986-2004 წლებში გაიმართა 25 ოლიმპიადა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო ჩაიშალა რიგით VI, XII და XIII თამაშები (1916, 1940, 1944 წლები). ჩვენ წიგნში ცალკეა წარმოდგენილი თითოეული ოლიმპიური თამაშები (მასპინძელი ქალაქების ანბანური თანამიმდევრობით). მაგ., ათენის ოლიმპიური თამაშები, 1896; ბერლინის XI ოლიმპიური თამაშები,1936; ჰელსინკის ოლიმპიური თამაშები, 1952 და ა. შ.

 

1896

06.04-15.04

ათენი

I

14

43

245

1900

14.05-28.10

პარიზი

II

19

86

1078

1904

01.07-23.11

სენტ-ლუისი 

III

13

89

689

1908

27.04-31.10

ლონდონი

IV

22

107

2035

1912

05.05-27.07

სტოკჰოლმი  

V

28

102

2437

1916



VI




1920

20.04-12.09

ანტვერპენი

VII       

29

152

2607

1924

04.05-27.07

პარიზი

VIII      

44

126

2972

1928

17.05-12.08

ამსტერდამი      

IX       

46

109

2884

1932

30.07-14.08

ლოს-ანჯელესი  

X

37

117

1333

1936

01.08-16.08

ბერლინი     

XI

49

129

3936

1940



XII




1944



XIII




1948

29.07-14.08

ლონდონი

XIV

59

136

4092

1952

19.07-03.08

ჰელსინკი

XV

69

149

5429

1956

22.11-08.12

მელბურნი

XVI

67

145

3178

1960

25.08-11.09

რომი

XVII

83

150

5313

1964

10.10-24.10

ტოკიო

XVIII

93

163

5133

1968

12.10-27.10

მეხიკო

XIX

112

172

5498

1972

26.08-11.09

მიუნხენი

XX

121

195

7121

1976

17.07-01.08

მონრეალი

XXI

92

198

6043

1980

19.07-03.08

მოსკოვი

XXII

80

203

5283

1984

28.07-12.08

ლოს-ანჯ.

XXIII

140

221

6802

1988

17.09-02.10

სეული

XXIV

159

237

8473

1992

25.07-09.08

ბარსელონა

XXV

169

257

9368

1996

19.07-04.08

ატლანტა

XXVI

197

271

10332

2000

16.09-01.10

სიდნეი

XXVII        

199

300

10651

2004

13.08-29.08

ათენი

XXVIII

202

301

11099

2008

08. 08-08.24

 პეკინი

XXIX

205

302

11028