ქართველი მსოფლიო რეკორდსმენები

ამობეჭდვა

მსოფლიო რეკორდი განსაკუთრებული მიღწევაა, რომელიც ადამიანის მიერ ნაჩვენებ ყველა ადრინდელ შედეგს აღემატება. ზოგჯერ, ესა თუ ის მსოფლიო რეკორდი ადამიანის შესაძლებლობათა ზღვარად მიუჩნევიათ, მოგვიანებით კი მრავალთათვის მისაწვდომი გამხდარა. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ყოველი ასეთი მიღწევა ახალი ორიენტირია მომდევნო მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად.

რაღა თქმა უნდა, მსოფლიო რეკორდებისკენ საქართველოს სპორტსმენებიც ილტვიან და დროდადრო ჩვენი სამყაროს დანარჩენ ათლეტებს ახალ მიჯნებსაც უსახავენ. მათ შორის ვხედავთ მძლეოსნობის, ძალოსნობის, ველოსპორტის, მშვილდოსნობის, ტყვიის სროლის წარმომადგენლებს, რომლებსაც არაერთი ფენომენალური შედეგი უჩვენებიათ.

ქართული სპორტის მკვლევართათვის ცნობილია, რომ საქართველოს პირველი სპორტსმენი, რომელმაც მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ძალოსანი გიორგი ჩიკვაიძე იყო. მან 1915 წელს კიევში ორი ხელით ატაცში გადააჭარბა მსოფლიო რეკორდს, თუმცა თავად ათლეტის წონა და შედეგი უცნობია. ამიტომ საქართველოს რეკორდსმენთა ცხრილის სათავეში ვხედავთ მძლეოსან დიმიტრი იოსელიანს, რომელმაც 1936 წელს ერევანში ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში ( 3.38,5) აჩვენა სარეკორდო შედეგი.

იმ ხანად ადგილიდან სიგრძეზე ხტომა პოპულარული დისციპლინა იყო და ერთ დროს ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც ვხედავდით, თუმცა შემდგომ დავიწყებას მიეცა.

სამწუხაროდ, დიმიტრი იოსელიანის ეს შედეგი მსოფლიო რეკორდების ნუსხაში ოფიციალურად არ შეუტანიათ, რაკი იმ დროს საბჭოთა კავშირი იააფ-ის (მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) წევრი არ იყო.

დიმიტრი იოსელიანის მსგავსი ბედი გაიზიარა თბილისელმა ძალოსანმა მოისეი კასიანიკმაც, რომელმაც თავისი პირველი არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი იმავე 1936 წელს რჟევში დაამყარა, თუმცა იმ დროს იგი ჯერ კიდევ უკრაინაში ცხოვრობდა, 1938 წლიდან კი საქართველოში გადმოსახლდა. Mმას შემდეგ კასიანიკმა 56, შემდგომ კი 60 კგ წონით კატეგორიაში 1939 წლამდე ასეთი მიღწევით საერთო ჯამში ათჯერ გამოიჩინა თავი ლენინგრადში, დნეპროპეტროვსკში, ერევანში, ტაშკენტში, ბაქოში, მოსკოვსა და თბილისში.

სამწუხაროდ, იმ ხანად საბჭოთა კავშირი არც ძალოსნობისა და კულტურიზმის საერთაშორისო ფედერაციის წევრი იყო, როგორც მას 1968 წლამდე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მოიხსენიებდნენ. Aამიტომ, ცხადია, კასიანიკის ის ფენომენალური შედეგები სამჭიდსა თუ ცალკეულ დისციპლინებში მსოფლიო რეკორდებად არ უღიარებიათ. მართალია, საბჭოთა კავშირი ამ ორგანიზაციაში 1946 წლიდან გაწევრიანდა, კასიანიკიც კვლავ ფიცარნაგზე იდგა, საკავშირო ჩემპიონატებშიც იმარჯვებდა, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორიც გახდა, (1946 წ.) ევროპისა (1947 წ.), მაგრამ ჩვენს ძალოსანს სარეკორდო წონები აღარ ემორჩილებოდა.

საქართველოს პირველი სპორტსმენი, და საერთოდ პირველი საბჭოთა ქალი და ამავე ქვეყნის პირველი მძლეოსანი, რომლის შედეგიც მსოფლიოს ოფიციალურ რეკორდად დამტკიცდა, თბილისელი ნინო დუმბაძე იყო.

ნინო დუმბაძემ, თავდაპირველად მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდების დამყარებით გამოიჩინა თავი. Pპირველად ეს მოხდა 1939 წლის 18 სექტემბერს მოსკოვში, სადაც მისმა ნატყორცნმა ბადრომ 49,11 მეტრზე იფრინა, რაც გერმანელი გიზელ მაუერმაიერის ოფიციალურ მსოფლიო რეკორდს 80 სანტიმეტრით აღემატებოდა. 

სულ რამდენიმე დღის მერე, 29 ოქტომბერს, ახლა უკვე თბილისში ნინო დუმბაძემ მსოფლიოს ბადროს მტყორცნელებს ახალი მიჯნა დაუსახა - 49,54 მეტრი.
1944 წლის 14 აგვისტოს მოსკოვში ნინო დუმბაძემ ეს შედეგიც გააუმჯობესა, როცა მის მიერ ნატყორცნი ბადრო 49,88 - მეტრიან ნიშნულზე დაეცა.
ორი წლის მერე ნორვეგიის ქალაქ აპსბორგში ნინო დუმბაძემ უფრო მეტად გააკვირვა მძლეოსნური სამყარო, როცა მსოფლიოს ქალთაგან პირველმა 50-მეტრიანი ზღვარი გადალახა და 50,50 მ.

სამწუხაროდ, ეს მიღწევები მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ნუსხაში არ შეუტანიათ, რადგან იმ დროს საბჭოთა კავშირი არც იააფ-ის ( მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) წევრი იყო, თუმცა ნინო დუმბაძეს მსოფლიოში მაინც აღიარებენ პირველ ქალად, რომელმაც ბადრო 50 მეტრს იქით ტყორცნა.
იმ დროს საბჭოთა კავშირი არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო და, ბუნებრივია, მისი სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების მიღმა რჩებოდნენ.  არადა, ნინო დუმბაძე 1948 წლის საკავშირო ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით (50,19 მ) იმავე წელს დიდი უპირატესობით გახდებოდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, სადაც ოქროს მედალი ფრანგმა მიშლინ ოსტერმაიერმა დაისაკუთრა (41, 92)

1948 წლიდან,  როცა საბჭოთა კავშირი იააფ-ის წევრი გახდა, ნინო დუმბაძემ მსოფლიოს რეკორდები ახლა უკვე ოფიციალურად, სამჯერ დაამყარა, რის დასტურადაც მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ამდენივე ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ნინო დუმბაძემ ამ რეკორდებიდან ერთი 1948 წელს დაამყარა მოსკოვში (53,25), მეორე - გორში (53, 37), რითაც გახდა პირველი და ჯერჯერობით ბოლო სპორტსმენი, რომელმაც ქართლის გულს მთელს მსოფლიოში ამგვარად გაუთქვა სახელი.

1952 წლის 18 სექტემბერს ნინო დუმბაძემ თბილისში თავისი მსოფლიო რეკორდი ერთბაშად 3 მეტრით და 67 სანტიმეტრით გააუმჯობესა და ჩვენი პლანეტის ქალებს ორიენტირად იმ დროისთვის მართლაც ფენომენალური შედეგი - 57, 04 მეტრი დაუდო, ეს შედეგი კი 1960 წლამდე მათთვის მიუწვდომლად დარჩა.
Aმგვარად, ნინო დუმბაძე 20 წელიწადზე მეტხანს იყო მსოფლიოს არაოფიციალური (1939-1948) და ოფიციალური (1948-1960) რეკორდსმენი. Gგამონაკლისი  მხოლოდ 1952 წლის ორთვიანი პაუზა აღმოჩნდა, როცა მას მსოფლიო რეკორდი ნინა რომაშკოვამ ჩამოართვა, თუმცა დუმბაძემ სულ მალე დაიბრუნა და მთელი 2,43 მეტრით გააუმჯობესა მისი მიღწევა.

საქართველოს მძლეოსანთაგან მსოფლიო რეკორსმენი იყო თბილისელი ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილიც. Pპირველი მსოფლიო რეკორდები მან რუმინეთში, 1951 წელს თავის პირველ საზღვარგარეთულ შეჯიბრებაში დაამყარა, აქედან ერთი რეკორდი არაოლიმპიურ დისციპლინაში - 60 მეტრზე რბენაში (7,3) და იქვე 4X200 მეტრზე საბჭოთა თანაგუნდელებთან ერთადაც გახდა მსოფლიო რეკორდის თანაავტორი.

ნადეჟდა დვალიშვილმა ესტაფეტებში დამყარებული მსოფლიო რეკორდების სიმრავლით განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1953 წელს ბუქარესტში გამართულ ახალგაზრდობის IV საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც კვლავ საბჭოთა თანაგუნდელებთან ერთად ორჯერ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი 4X200 მეტრზე და ერთხელ 4X100 მეტრზე რბენაშიც. ერთი წლის მერე ნადეჟდა დვალიშვილმა თბილისში სიგრძეზე ხტომაში გაიმეორა ფრანსის ბლანკერს კუნის მსოფლიო რეკორდიც _ 6,25.

თბილისელმა მძლეოსანმა  ოლიმპიური რეკორდებითაც გამოიჩინა თავი. ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე ნადეჟდა დვალიშვილმა ჯერ 200 მეტრზე წინასწარ რბენაში დაამყარა ოლიმპიური რეკორდი (24,3), მერე კი ეს შედეგი ნახევარფინალურ გარბენშიც გააუმჯობესა (23,7).
ასე რომ, ნადეჟდა ხნიკინა დვალიშვილი თავისი სპორტული აკრიერის განმავლობაში ექვსჯერ გახდა მსოფლიო რეკორდის ავტორი ან თანაავტორი, ორჯერ კი ოლიმპიური რეკორდის თანაავტორიც.

საქართველოს მძლეოსანთაგან ოლიმპიური რეკორდსმენი იყო თბილისელი რობერტ შავლაყაძეც. მან ამ წარმატებას რომის ოლიმპიურ თამაშებზე სიმაღლეზე ხტომაში მიაღწია, სადაც ოლიმპიური  რეკორდით გაიმარჯვა.

ჩვენი მძლეოსნებიდან სულ ბოლოს მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდებით თავი გამოიჩინა ვიქტორ სანეევმა. პირველი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი (17,23 და 17,39) მან 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე დაამყარა, მესამედ კი მსოფლიო რეკორდი 1972 წელს გააუმჯობესა (17,44).

ჩვენი სპორტსმენებიდან მსოფლიო რეკორდების სიმრავლით ყველაზე მეტად გამოირჩევა თბილისელი ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი, რომელმაც თერთმეტჯერ გადააჭარბა მსგავს მიღწევას. ამ მხრივ ჩიმიშკიანს მოჰყვება ძალოსანი კახი კახიაშვილი. იგი შვიდგზის მსოფლიო რეკორდსმენია. ყველა ეს რეკორდი კახიაშვილმა საბერძნეთის სახელით დაამყარა. მანამდე კახიაშვილმა საქართველოს სახელით ერთხელ გადააჭარბა მსოფლიო რეკორდს, რომელიც არაოფიციალურადაა მიჩნეული.

ასევე მსოფლიოს შვიდგზის რეკორდსმენია ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. მან ასეთ შედეგებს პნევმატური და სპორტული პისტოლეტით სროლაში მიაღწია.
და რაკი ნინო სალუქვაძის რეკორდებს ჩვენც ვითვლით, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ იგი ექვსი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. იგი ამ მხრივ საქართველოში უბადლოა და მსოფლიოშიც ერთ-ერთი უიშვიათესი სპორტსმენი, რომელიც, ამასთან, თავისი მეშვიდე ოლიმპიადისთვის ემზადება.

ქართველი სპორტსმენებიდან რამდენიმე, შეიძლება ითქვას, მეტად ორიგინალური რეკორდითაც იწონებს თავს. მაგალითად, სასტენდო სროლაში თბილისელმა თამაზ იმნაიშვილმა 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიური თამაშებისთვის კვლავ თოფით რომ დაუბრუნდა აქტიურ სპორტს, სარაგოსაში მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა, როცა 125 შესაძლებლიდან 125 ქულა მოაგროვა. Mმანამდე ასეთივე მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა მისმა თანაგუნდელმა ტარიელ ჟღენტმა, რომელმაც ტურინში მრგვალ სტენდზე სროლაში ორასი შესაძლებლობიდან 200 ქულა მოაგროვა. იქვე, სარაგოსაში ამ ორივე სპორტსმენმა, რომლებიც, რაღა თქმა უნდა, საბჭოთა ნაკრების სახელით გამოდიოდნენ, თავი გამოიჩინეს მრგვალ სტენდზე მსროლელთა გუნდურ შეჯიბრებაში, სადაც ასევე მსოფლიო რეკორდი (447 ქულა 450 შესაძლებლობიდან) დაამყარეს.

გავიხსენოთ მშვილდოსნობაში ექვსგზის მსოფლიოს რეკორდსმენ ქეთევან ლოსაბერიძის მეტად აღმაფრთოვანებელი შედეგიც, როცა ათიანის ცენტრში გარჭობილი ისრის ბოლოს მეორე გაურჭო. ეს მოხდა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაში `გაზაფხულის ისრები". ლოსაბერიძეს ათიანში გარჭობილი ისრისთვის მეორე ისარი სხვა დროსაც მოუხვედრებია და ასეთი უიშვიათესი შემთხვევა სხვებსაც ჰქონიათ, მაგრამ ჩვენი მშვილდოსნის ეს ისტორია განსაკუთრებული იყო. მაშინ ქეთევანის პირველი ისარი ათიანის ცენტრში ჰორიზონტალური სიზუსტით ისე ჩაერჭო, თითქოს თარაზოთი გაუსწორებიათო. Mმეორე ისარიც ასევე თარაზოთი გასწორებულივით პირველს ჩაერჭო, თანაც ისე, რომ გადაბმის ადგილი აღარც თვალით ჩანდა და ხელითაც აღარ იგრძნობოდა, თითქოს იუველირს დაუმუშავებიაო.

ერთი სიტყვით, საქართველოს სპორტსმენებმა მსოფლიო რეკორდების დამყარებით დიდად გამოიჩინეს თავი. ჩვენმა 23 სპორტსმენმა 6 სახეობაში 90-ზე მეტი მსოფლიოს ოფიციალური და არაოფიციალური რეკორდი დაამყარა.

            საქართველოს მსოფლიო რეკორდსმენები

ველოსპორტი


ომარ ფხაკაძე

1965 წ.   ერევანი.  ჰიტი 500მ. სვლით - 29,4  


1965 წ.   ერევანი.  ჰიტი 500მ. სვლით - 29,1


1967 წ. მეხიკო. H   ჰიტი 200მ. სვლით - 10,69


1967 წ. მეხიკო. H   ჰიტი 200მ. სვლით - 10,61



ოთარ მჭედლიშვილი

1966წ. მოსკოვი. Hჰიტი 500მ. სვლით - 27,896



ვლადიმერ ადამაშვილი

1991წ. მოსკოვი.  ჰიტი 200მ. სვლით - 10,097



ვლადიმერ პოპოვი

1974წ. თბილისი. სალიდერო რბოლა. 50კმ - 41,7,82


1974წ. თბილისი.  1-საათიანი სალიდერო რბოლა - 72, 804 ,1



მძლეოსნობა


ნინო დუმბაძე 

1939წ. მოსკოვი. - 49,11 (არაოფიციალური მს.რეკ.)


1939წ. თბილისი. 49,54  (არაოფიციალური მს.რეკ.)


1944წ. მოსკოვი - 49,88 (არაოფიციალური მს.რეკ.)


1946წ. აპსბორგი. - 50,50 (არაოფიციალური მს.რეკ.)


1948წ. მოსკოვი.  ბადრო. - 53, 25


1951წ. გორი. - 53,37


1952წ.  თბილისი.  -   57,04  



ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი

1951წ. ბუქარესტი. 4X200მ. _


1953წ. ბუქარესტი 4X100მ.  - 45,6


1953წ. ბუქარესტი 4X200მ


1953წ. ბუქარესტი 4X200მ.



ვიქტორ სანეევი

1968წ.  მეხიკო. სამხტომი. -  17,23


1968წ.  მეხიკო. სამხტომი -  17,39


1972წ.  სოხუმი. სამხტომი - 17, 44  





მშვილდოსნობა


ქეთევან ლოსაბერიძე

1971წ. ლვოვი. მ.-1  50მ. - 310


1972წ. ლუქსემბურგი. 70მ. -


1972წ. ლუქსემბურგი.  გუნდური - 3864


1973წ. ალმა-ატა მ.-1  70მ.- 307


1973წ. როსტოვი.  მ-1  50მ. - 329


1979წ. სუმი.  მ-2    18მ. -583


 



სასტენდო სროლა


ბორის ანტონოვი 

1958წ. მოსკოვი. მრგვალი სტენდი. გუნდური - 382(400)


1959წ. მილანი. მრგვალი სტენდი. გუნდური - 391(400)



თამაზ იმნაიშვილი

1984წ. სარაგოსა. მრგვალი სტენდი. გუნდური - 447(450)


1996წ.            მრგვალი სტენდი. გუნდური - 125(125)



ტარიელ ჟღენტი

1971წ. ბოლონია. მრგვალი სტენდი გუნდური - 585(500)


1973წ. ტურინი.    მრგვალი სტენდი. გუნდური - 589(500)


1973წ. ტურინი.    მრგვალი სტენდი. გუნდური - 200(200)


1984წ. სარაგოსა.  მრგვალი სტენდი. გუნდური - 447(450)





ტყვიის სროლა


ნინო სალუქვაძე

1987წ. სეული. სპორტ. პისტოლეტი (SP) 25 მ.  - 595(695)


1988წ. სეული. სპორტ. პისტოლეტი (SP)  - 597( 690)


1988წ. სეული. პნევმ. პისტ. 10მ. (AP-40) - 390(487,9)


1988წ. სეული.  MP - 5 გუნდური - 1564


1989წ. ზული. SP - 592(691)


1989წ. ზაგრები. SP - 593 (693)


1993წ. ლოს ანჯელესი. (SP)- 591(693,8)



შოთა  ქველიაშვილი

1961წ. მოსკოვი. მშ-6 (მცირე კალიბრიანი შაშხანა) _ 390


1963წ. ჰელსინკი. მშ-6 ჩოქელა _ 392


1963წ. ჰელსინკი. მშ-6 გუნდური _ 1152


1963წ. ჰელსინკი. მშ-6 ჩოქელა. Gგუნდური - 1154


1969წ. პლზენი. მპ-5 ჩოქელა. Gუნდური - 1554 (გამეორება)





ძალოსნობა


გიორგი ასანიძე     

1998წ. ლახტი.  77კგ. წ. კატ. ატაცი - 168


2000წ. სოფია.   85კგ. წ. კატ. ატაცი - 186



მოისეი კასიანიკი 

1936წ. რჟევი.    56კგ. წ. კატ. აკვრა - 113 (არაოფოციალური)


1936წ. ლენინგრადი. 56კგ. სამჭიდი- 277,5 (არაოფოციალური)


1937წ. თბილისი. 56კგ. ატაცი - 88,5 (არაოფოციალური)


1937წ. თბილისი.  56კგ.. სამჭიდი - 280 (არაოფოციალური)    


1937წ. დნეპროპეტროვსკი. 56კგ. სამჭიდი - 282,5 (არაოფოციალური)     


1938წ. ერევანი.  - (არაოფოციალური)    


1938წ.ტაშკენტი. 60კგ. წ. კატ. ატაცი - 98 (არაოფოციალური)    


1938წ. ბაქო. 60კგ. ატაცი - 98,5 (არაოფოციალური)    


1939წ. მოსკოვი. 60კგ. ატაცი - 99,5 (არაოფოციალური)    



კახი კახიაშვილი 

1992წ. ბარსელონა. 90კგ. აკვრა - 235 (გამეორება)


1994წ. სალონიკი.   91კგ.  ატაცი - 185,5


1995წ. ორჰუსი.  99კგ.  აკვრა - 228,5


1995წ. ვარშავა.  99კგ.  აკვრა - 227,5


1996წ. ატლანტა.  99კგ.  აკვრა - 235


1996წ. ატლანტა. 99კგ. ორჭიდი - 420


1999წ. ათენი.  94კგ. ატაცი - 188.



გიორგი ლობჟანიძე 

1958. როსტოვი.  67,5კგ. აჭიმვა-128


1958წ. სტალინო (დონეცკი)  67,5 აჭიმვა-128,5


1958წ. სტალინო. 67,5 აჭიმვა - 130



ვლადიმერ სვეტილკო

1950წ. ხარკოვი. 67,5 აჭიმვა-111



დიტო შანიძე

1971წ. როსტოვი. 60კგ. აკვრა - 153,5


1972წ. კონსტაცა. 60კგ. აკვრა - 156


1972წ. ტალინი. 60კგ. სამჭიდი - 402,5



ხაიმ ხანუკაშვილი

1954წ. ხარკოვი. 60 კგ. აჭიმვა - 107


1954წ.   60კგ. აჭიმვა - 108



რაფაელ ჩიმიშკიანი

1952წ. ჰელსინკი. 60კგ. სამჭიდი _ 337,5


1953წ. თბილისი. 60 კგ. სამჭიდი - 340


1954წ. ალექსანდრია. სამჭიდი - 342,5


1954წ. პეტროზავოდსკი. 60კგ. სამჭიდი - 345


1954წ. ვენა. 60კგ. აკვრა - 143


1954წ. ვენა. 60კგ. სამჭიდი - 350


1955წ. მინსკი. 60კგ. ატაცი - 109


1955წ. მიუნხენი.  60 კგ. ატაცი - 110


1955წ. მიუნხენი.  60კგ.  სამჭიდი - 355


1957წ. თეირანი. 60კგ. ატაცი - 110,5


1957წ. თეირანი. 60კგ. აკვრა - 143,5


1958წ. თბილისი. 60კგ. აკვრა - 145



არტავაი ჩოლოკიანი

1962წ. ვოლგოგრადი. 52კგ. აჭიმვა - 97,5 (არაოფიციალური მსოფ.რეკ.)



ალექსანდრე ჯეჯელავა

1965წ. მინსკი.  102,5კგ. ატაცი - 150


1967წ. ტუაფსე.  102,5კგ. ატაცი - 153,5 (არაოფიციალური მსოფ.რეკ.)