გურამ კოსტავა
ფარიკაობა
დაიბადა07.18.1937
1960 რომი, იტალია - ბრინჯაო
1964 ტოკიო, იაპონია - ბრინჯაო
დაიბადა 18.07.1937, თბილისი.
ფარიკაობა, დაშნა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 67), ორგზის მეორე (1959, 66 - ორივე გუნდურში) და ორგზის მესამე პრიზიორი (1963, 65 - ორივე პირადში), XVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში (1960, რომი), XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო), სსრკ ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), ხუთგზის მეორე (1960, 61, 62, 64, 68) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1957, 58, 60, 65, 67), სსრკ თასის მფლობელი (1960). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.