ნუგზარ ასათიანი


ფარიკაობა
დაიბადა07.16.1936
1964 ტოკიო, იაპონია - ოქრო

დაიბადა 1937 წლის 16 ივლისს ქუთაისში.
ხმლით მოფარიკავე. XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ტურნირში (1964, ტოკიო), XVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1960, რომი. მეოთხედფინალი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965), ორგზის მეორე (1961, 63) და მესამე პრიზიორი (1962), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებებში (1960-64), სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1960-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 1992 წლის 2 აპრილს.
გალერეა