ვლადიმერ აფციაური


ფარიკაობა
დაიბადა02.04.1962
1988 სეული, კორეა - ოქრო

დაიბადა 1962 წლის 4 თებერვალს მანგლისში.
რაპირით მოფარიკავე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982), მეორე (1988) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 86, 90), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986), სსრკ ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984). ქუვეითის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998-2010). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 2012 წლის 14 მაისს.
გალერეა