დავით ხახალეიშვილი
ძიუდო
დაიბადა02.28.1971
1992 ბარსელონა, ესპანეთი - ოქრო
დაიბადა 1971 წლის 28 თებერვალს ქუთაისში.
ძიუდოისტი (+95 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (1991, 93) და ორგზის მესამე (1993, 95) პრიზიორი ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, +95 და აბსოლუტური, 1996, +95) და მესამე პრიზიორი (1990), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და სსრკ ჩემპიონი (1991) ძიუდოში, დსთ-ის ჩემპიონი (1992). XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1996, ატლანტა) აწონაზე დაგვიანების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2021 წლის 11 იანვარს.
გალერეა