მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

ალექსანდრე ჩივაძე

სპორტის სახეობა

ფეხბურთი

დაიბადა04.08.1955

1980 მოსკოვი, სსრკ - ბრინჯაო

ბრინჯაო

დაიბადა 08.04.1955, ქლუხორი, ყარაჩაევსკი (რუსეთი).

ფეხბურთი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1974-87). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი (3 გოლი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). სსრკ ნაკრების კაპიტანი (26 მატჩი). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 323 მატჩი (44 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1980). "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში დაიკავა მე-8 ადგილი (1981). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1993-96, 2001-03). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.