მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

თენგიზ სულაქველიძე

სპორტის სახეობა

ფეხბურთი

დაიბადა07.23.1956

1980 მოსკოვი, სსრკ - ბრინჯაო

ბრინჯაო

დაიბადა 23.07.1956, ქუთაისი.

ფეხბურთი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში" (1974-78), თბილისის "დინამოსა" (1978-88) და "ჰოლმსუნდში" (შვედეთი). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი (2 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1988) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1980) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 279 მატჩი (21 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). იყო საქართველოს 16- და 17-წლამდელთა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი (1994-95, 2000). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.