მურთაზ ხურცილავა
ფეხბურთი
დაიბადა01.05.1943
1972 მიუნხენი , გერმანია - ბრინჯაო
დაიბადა 05.01.1943, ბანძა, გეგეჭკორი (ახლანდ. მარტვილი).
ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა გეგეჭკორის "სალხინოში" (1959), თბილისის "დინამოსა" (1961-75) და ქუთაისის "ტორპედოში" (1975-76). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი (6 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1972) პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966) და მონაწილე (1970). სსრკ ნაკრების კაპიტანი (23 მატჩი). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 293 მატჩი (15 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962, 67, 69, 71, 72) და სსრკ თასის ფინალისტი (1970). იყო ზუგდიდის "დინამოს" (1977-79, 1981), სამტრედიის "ლოკომოტივის" (1980), ლანჩხუთის "გურიის" (1981-82, 1990), თბილისის "შევარდენი 1906-ის" (1983-87, 1988, 1992-94, 1996), "სამტრედიის" (1991-92, 1994-95), ზუგდიდის "ოდიშის" (1996-97), თბილისის "დინამოს" (1998-99), თბილისის "ლოკომოტივის" (1999) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (1999-2001) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენის კავალერი.