მედალოსნების ძიება

აირჩიეთ კატეგორია
ერთი ჩემპიონის ისტორია

რევაზ ძოძუაშვილი

სპორტის სახეობა

ფეხბურთი

დაიბადა04.15.1945

1972 მიუნხენი , გერმანია - ბრინჯაო

ბრინჯაო

დაიბადა 15.04.1945, ქუთაისი.

ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის "იმერეთში" (1962), თბილისის "დინამოში" (1963, 1968-76), ქუთაისის "ტორპედოში" (1964, 1966-67), სოხუმის "დინამოში" (1964-65). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების (1972) მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 301 მატჩი (5 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1969, 71, 72, 76 გაზაფხული). თბილისის ასკ-ის (1976), სამტრედიის "ლოკომოტივის" (1977), ქუთაისის "ტორპედოს" (1978, 1988-89, 2001-02), ფოთის "კოლხეთის" (1979), თბილისის "დინამოს" (1991-93), რუსთავის "მეტალურგის" (1993-95), შეპეტოვკის "ტემპის" (უკრაინა, 1995), ლატვიის ნაკრების (1998-99), თბილისის "ლოკომოტივის" (1999-2000), საქართველოს ნაკრების (1999-2001 - დავით ყიფიანთან ერთად), ელისტის "ურალანის" (რუსეთი, 2002), ვლადიკავკაზის "სპარტაკ-ალანიის" (რუსეთი, 2003) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" (1991, 92) და ქუთაისის "ტორპედო" (2001, 02) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თბილისის "დინამომ" (1992), თბილისის "ლოკომოტივმა" (2000) და ქუთაისის "ტორპედომ" (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.