ახალი ამბები

04 იანვარი 2020

იაპონიის ავიახაზები ტოკიო-2020-ის სტუმრებს უფასო ბილეთებს შესთავაზებს

იმ უცხოელებს, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიურ  და პარალიმპურ  თამაშებზე იაპონიას ეწვევიან იაპონიის ავიახაზები შიდა ფრენების უკან დასაბრუნებელ 50 ათას ბილეთს უფასოდ შესთავაზებს. ამ საჩუქრით სარგებლობა მხოლოდ იაპონიის საზღვრებს გარეთ ავტორიზებულ უცხოელ მომხმარებელს შეეძლება

03 იანვარი 2020

თომას ბახი ათლეტებს პოლიტიკური პროტესტის გამოხატვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ოლიმპიური თამაშები სპორტსმენთათვის გლობალური ასპარეზია და ის არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს

01 იანვარი 2020

XXXII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში 2020 წლის დადგომა აღნიშნეს

იაპონიაში ახალი წლის დადგომა ტოკიო-2020-მა ორი თილისმის - მირაიტოვას და სომეიტის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში კოსმოსიდან ჩაფრენის ანიმაციის ტვიტერზე გაშვებით აღნიშნა

30 დეკემბერი 2019

დამსახურებული აღიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სეოკ-ის სპორტულ დირექტორს ივანე მეკრავიშვილს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა

28 დეკემბერი 2019

RUSADA რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების გაასაჩივრებს

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ (RUSADA) მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის დაუთანხმებლობის შეტყობინება გაუგზავნა

27 დეკემბერი 2019

ძალოსანთა დასკვნითი შეჯიბრება: საქართველოს თასი და კახი კახიაშვილის სახელობის 23-ე საერთაშორისო ტურნირი

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში დასრულდა 2019 წლის ძალოსნობის დასკვნითი შეჯიბრება საქართველოს თასი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის 23-ე საერთაშორისო ტურნირი

26 დეკემბერი 2019

სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია

სასტუმრო ,,რადისონ  ბლუ  ივერიაში" გაიმართა 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის მიერ განსაზღვრულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების წინასაახალწლო ცერემონია

26 დეკემბერი 2019

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში RUSADA საჩივრის განხილვა შესაძლოა არ დასრულდეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებამდე

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს () სანქციებზე რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) საჩივრის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) განხილვა შესაძლოა არ დასრულდეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე

23 დეკემბერი 2019

ვატიკანი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნასა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლაზე ფიქრობს

ვატიკანის წარმომადგენლის განცხადებით, სავსებით რეალურია ვატიკანის მონაწილეობა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე ქვეყნების აღლუმში

22 დეკემბერი 2019

ტოკიოს ეროვნული სტადიონი პირველმა უსეინ ბოლტმა გამოსცადა

2020 წლის ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, იამაიკელი უსეინ ბოლტის მონაწილეობით და საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებით გაიხსნა