ახალი ამბები

10 აგვისტო 2024

გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს

საქართველოს დელეგაციისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის 10 აგვისტოს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ერთის მხრივ, ხალიჩაზე უნდა შესულიყო გენო პეტრიაშვილი, მეორეს მხრივ კი ფიცარნაგზე უნდა ასულიყო ლაშა ტალახაძე

09 აგვისტო 2024

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-14 საშეჯიბრო დღეს, მარსის ველზე საგანგებოდ მოწყობილ მოჭიდავეთა სარბიელზე, საქართველოს ოლიმპიური გუნდი ერთადერთი სპორტსმენით, გენო პეტრიაშვილით (125 კგ) იყო წარმოდგენილი

08 აგვისტო 2024

საქართველოს მოჭიდავეთა წარუმატებლობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-13 საშეჯიბრო დღეს სარბიელზე გავიდნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე (87 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმომადგენელი ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ)

07 აგვისტო 2024

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-12 საშეჯიბრო დღე ლაშა გურულის ბრინჯაოს მედალმა დააგვირგვინა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველი ოლიმპიელები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ძალოსნობაში იყვნენ წარმოდგენილი, დღის ბოლოს კი საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერის, ლაშა გურულის დაჯილდოების ცერემონია შედგა, სადაც მას კუთვნილი ბრინჯაოს მედალი გადაეცა

07 აგვისტო 2024

სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს პარიზში პიერ დე კუბერტენის მედალი გადაეცა

დღეს პარიზში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფისში პიერ დე კუბერტენის მედლით დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. მას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო გადასცა IOC-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა

06 აგვისტო 2024

რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

პარიზში, მარსის ველზე, სადაც ძიუდოისტთა ოლიმპიურ ასპარეზობას მასპინძლობდნენ, ესტაფეტა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩაიბარეს. შეჯიბრში ჩაერთო საქართველოს გუნდიც. 6 აგვისტოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ფალავანთაგან მხოლოდ რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) იყო წარმოდგენილი

04 აგვისტო 2024

მოკრივე ლაშა გურულმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს საქართველო ოლიმპიურ სარბიელზე მხოლოდ მოკრივე, ლაშა გურულით (63.5 კგ) იყო წარმოდგენილი

04 აგვისტო 2024

შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში

დღეს პარიზის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს შეხვდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი

03 აგვისტო 2024

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა და კაცთა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში იყო წარმოდგენილი

02 აგვისტო 2024

პარიზის ოლიმპიური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღემ საქართველოსთვის უმედლოდ ჩაიარა

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიურ გუნდი ერთბაშად ოთხ სახეობაში (ძიუდო,ტყვიის სროლა, ბატუტზე ხტომა, მძლეოსნობა) იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდისთვის ასპარეზობები დღის პირველ ნახევარში წარუმატებლად დასრულდა