ახალი ამბები

14 მაისი 2019

მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე პირველ სტუმრებს 15 ივნისიდან ელიან

მეორე ევროპული თამაშების მონაწილეთათვის განკუთვნილი ათლეტთა სოფლის სამშენებლო სამუშაოები ფინიშის სწორზე გავიდა

13 მაისი 2019

4 ოქროს მედალი რიო დე ჟანეიროდან - ქართველი ფალავნების ბრწყინვალე ასპარეზობა პლაჟის ჭიდაობაში

რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე პლაჟის ჭიდაობაში  საქართველოს ნაკრებმა (მწვრთნელი- ჯემალ კილაძე) 4 ოქროს მედალი მოიპოვა

12 მაისი 2019

ზამთრის სახეობათა საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენს ვენაში დაასახელებენ

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) სემინარზე, რომელსაც ვენა 18-19 მაისს უმასპინძლებს, EOC-ის ვერსიით ზამთრის სახეობათა საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენს დაასახელებენ და მას პეტრა ნუროვსკის სახელობის პრემიას გადასცემენ

12 მაისი 2019

საქართველოს ძუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრანდ-სლემი სამივე ხარისხის თითო მედლით დაასრულა

ბაქოს გრანდ-სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით გაემგზავრა და აქედან სამმა მედალი მოიპოვა

11 მაისი 2019

პეკინი-2022 საორგანიზაციო კომიტეტი 39 ათასი მოხალისის აყვანას გეგმავს

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორები უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებებისთვის 39 ათასი მოხალისის ამოქმედებას გეგმავენ

10 მაისი 2019

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ზუსტად 1000 დღე რჩება

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ დღეებზე უკუთვლა დაიწყო. XXIV ზამთრის თამაშებამდე ზუსტად 1000 დღე რჩება

10 მაისი 2019

ძალოსნობა 2024 წლის ოლიმპიური პროგრამის ოფიციალური ნაწილია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობა ოფიციალურად შეიტანეს. ამის დასტურია გოლდ კოსტში (ავსტრალია) ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსა (ITA) და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას (IWF) შორის სრულყოფილ შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონია

09 მაისი 2019

თომას ბახმა პაპუა ახალ გვინეაში ახალგაზრდა მოფარიკავეებს მასტერ-კლასი ჩაუტარა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ოკეანეთის ტურში ყოფნისას პაპუა ახალი გვინეის ოლიმპიურ კომიტეტს ესტურმა

08 მაისი 2019

ბაქოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენელთა სემინარს უმასპინძლეს

ევროპის 2019 წლის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დედაქალაქ ბაქოში  გაიმართა სემინარი ეროვნული ოლიმპური დელეგაციების მისიების ხელმძღვანელთა მონაწილეობით. დელეგატთა შორის იყო სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია

07 მაისი 2019

ვიქტორ სანეევის მეუღლე სტუმრად სეოკ-ში

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის მეუღლე - ქალბატონი იანა, რომელიც ავსტრალიიდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში (ვიქტორ სანეევის ოჯახი 1992 წლიდან სიდნეიში ცხოვრობს)