საკვანძო სიტყვა - , ნაპოვნია 4434 შედეგი
დაიბადა1925 წლის 29 მარტს ფოთში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ).
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი). სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1947, 48) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2006 წლის 8 მაისს.
დაიბადა 1926 წლის 1 აგვისტოს ქუთაისში. - 8 ივნისი 2016 წელი.
სპორტული ტანმოვარჯიშე. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1952, ჰელსინკი). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (1951, 54), სსრკ რვაგზის ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა (1946-55), საქართველოს (1962-65) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1965-70). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2016 წლის 8 იანვარს.
დაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში.
ძალოსანი (56, 60 კგ). XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949-60), მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, აქედან 5 რეკორდი დამყარებული აქვს სამჭიდში: 337,5 კგ (1952), 340 კგ (1953), 342,5 კგ, 345 კგ, 350 კგ (1954). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
დაიბადა 1929 წლის 29 მარტს ბათუმში.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე(79 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, 55, 58), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების გამარჯვებული (1951), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.გარდაიცვალა1998 წლის 3 აპრილს.
დაიბადა 1927 წლის 9 მარტს კონდოლიში, თელავი.
თავისუფალი სტილის მოჭიდავე (52 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1957) და მესამე (1954) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მეორე პრიზიორი (1956), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონი (1954,). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. გარდაიცვალა 2000 წლის 3 აგვისტოს.
დაიბადა 1933 წლის 1 აპრილს თბილისში.
მძლეოსანი, სიმაღლეზე მხტომელი. საუკეთესო შედეგი _ 217 სმ. XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960, რომი) _ 216 სმ, XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), "გიგანტთა მატჩში" (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2020 წლის 4 მარტს.
დაიბადა 1935 წლის 15 აპრილს თბილისში.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (67 კგ). რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1957, 60) და მესამე (1958) პრიზიორი, `ადრიატიკის~ თასის მფლობელი (1959). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1966 წლის 11 აპრილს დაიღუპა ავტოკატასტროფაში ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად.
დაიბადა 1937 წლის 16 ივლისს ქუთაისში.
ხმლით მოფარიკავე. XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ტურნირში (1964, ტოკიო), XVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1960, რომი. მეოთხედფინალი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965), ორგზის მეორე (1961, 63) და მესამე პრიზიორი (1962), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებებში (1960-64), სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1960-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 1992 წლის 2 აპრილს.
დაიბადა 1937 წლის 2 იანვარს თბილისში.
ფრენბურთელი. თამაშობდა თბილისის `ბურევესტნიკში~ (1955-64) და მოსკოვის `დინამოში~ (1965-71), სსრკ ნაკრებში (1959-67). XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1964, ტოკიო), ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1965), სსრკ ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე პრიზიორი (1963). მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის გუნდის და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-77), საქართველოს კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-94), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთის ფედერაციისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სეოკის ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში - გარდაიცვალა 2022 წლის 2 იანვარს სიდნეიში.
მძლეოსანი, სამმხტომელი. XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო _ 17,39 მ; 1972, მიუნხენი _ 17,35 მ; 1976, მონრეალი _ 17,29 მ), XXII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1980, მოსკოვი _ 17,24 მ), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969, 71-72, 74-77), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) და მეორე პრიზიორი (1967), სსრკ ხალხთა V (1971) და VI (1975) სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 73-75), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971), სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი (1968 _ 17,23 და 17,39 მ; 1972 _ 17,44 მ). საუკეთესო პირადი შედეგი _ 17,44 მ. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 72, 76). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, სოკის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.
დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს მუხურჩაში, მარტვილი.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (63, 68 კგ). XIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო), XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964, ტოკიო), მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 67, 69, 70). სსრკ ხალხთა III, IV, V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 67, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 70), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-85) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1984-87). სსრკ სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში.
თავისუფალი სტილის მოჭიდავე (82, 90, 100 კგ). XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1950 წლის 10 ივლისს ღვლევში ( ქარელი). ძიუდოისტი (93, 95 კგ). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). ჰოლანდიის (1974), იაპონიის (1971, 74), ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. გარდაიცვალა 2009 წლის 27 აგვისტოს.
დაიბადა 1945 წლის 9 აგვისტოს ქუთაისში.
კალათბურთელი (186 სმ). თამაშობდა თბილისის `დინამოში~ (1963-75) და სსრკ ნაკრებში (1965-73). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XIX ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 67, 69, 71) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფობელი (1969), ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (1967), მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი. გარდაიცვალა 2004 წლის 25 იანვარს.
დაიბადა 1948 წლის 10 სექტემბერს ქუთაისში. თბილისი. - გარდაიცვალა 2004 წლის 8 თებერვალს.
კალათბურთი (196 სმ). თამაშობდა თბილისის "დინამოსა" (1965-79) და სსრ კავშირის ნაკრებში (1971-77). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), ევროპის ჩემპიონი (1971) და ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 77), სსრკ ჩემპიონი (1968) და მეორე პრიზიორი (1969), სსრკ თასის მფლობელი (1969). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს ფოთში.
ნიჩბოსანი (ბაიდარა). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1971, 72 - ორადგილიანი ბაიდარა) და მესამე პრიზიორი (1971 - ოთხმოსასმელიანი ბაიდარა). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 2003 წლის 18 მარტს.
დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს თბილისში.
ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში" (1970-85) და გერმანიის "ლანდცხუტში" (1987-92). მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976 - ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 13 გოლი), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1980 - ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 29 გოლი), მსოფლიოს ჩემპიონი (1982), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), სსრკ თასის მფლობელი (1978). 1974-84 წლებში სსრკ ნაკრებში ითამაშა 217 მატჩი (572 გოლი). იყო საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000-01). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1958 წლის 26 დეკემბერს ძლევისჯვარში, ქარელი.
ძიუდოისტი (78 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91 და 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს ტყიბულში - გარდაიცვალა 2022 წლის 23 იანვარს თბილისში.
მშვილდოსანი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980) და მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1972, IV ადგილი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 79) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 72, 74, 75, 81), სსრკ თასის მფლობელი (1972, 78), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 80), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2002-05).
დაიბადა 1954 წლის 23 ივლისს ჩოჩხათში, ლანჩხუთი.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (52 კგ). XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ორგზის (1978, 81), ევროპის ორგზის (1978, 80), სსრკ (1981) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1977), მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში.
ტყვიის მსროლელი. ათი ოლიმპიადის მონაწილე. XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მეორე პრიზიორი (სეული, 1988) და XXIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (პეკინი, 2008). მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986, 1990 - სპორტული + პნევმატური - 1987, 1990, 1991), ასევე მეორე (2002) და მესამე პრიზიორი (1986) პირად შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი გუნდურში (1989). ევროპის სამგზის ჩემპიონი პირად (1989, 1990) და გუნდურ (1991) ჩათვლაში, ოთხგზის მეორე პრიზიორი პირადში (2005, 2008, 2009) და გუნდურში (1999), ოთხგზის მესამე პრიზიორი პირად (1991, 1996, 2001) და გუნდურ ჩათვლაში (2003). მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შერეულ გუნდურში (2019). მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი (1989-2010). დამყარებული აქვს ოცამდე მსოფლიო რეკორდი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების და თამარ მეფის ორდენის კავალერი.
დაიბადა 1963 წლის 3 იანვარს ხურუთში ( ონი).
თავისუფალი სტილისმოჭიდავე (130 კგ). XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988, სეული), XXV ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 90) და მეორე პრიზიორი (1986), მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 87, 88), ევროპის ჩემპიონი (1985), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 86, 88), ორგზის მეორე (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), დსთ-ის ჩემპიონი (1992). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 90). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
დაიბადა 1962 წლის 4 თებერვალს მანგლისში.
რაპირით მოფარიკავე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982), მეორე (1988) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 86, 90), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986), სსრკ ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984). ქუვეითის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998-2010). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
გარდაიცვალა 2012 წლის 14 მაისს.
დაიბადა 1965 წლის 27 სექტემბერს თბილისში.
ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის `ტორპედოში~ (1981-83), თბილისის "დინამოში" (1984-90, 1994), ლანჩხუთის "გურიაში" (1991), თბილისის "თეთრ არწივში" (1993-94). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი. სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 164 მატჩი (4 გოლი), საქართველოს უმაღლეს ლიგაში - 9. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1966 წლის 18 აგვისტოს თბილისში.
სპორტული ტანმოვარჯიშე. სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), ევროპის ჩემპიონატის ორგზის მესამე პრიზიორი (1985 - მრავალჭიდი და ორძელი), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1984 - თავისუფალი ვარჯიში და ღერძი) და ვერცხლის პრიზიორი (1984 - მრავალჭიდი), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986) ჩემპიონი (ღერძი), მეორე (მრავალჭიდი) და ორგზის მესამე (ტაიჭი, გუნდური ჩათვლა) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე (1985, 89) და ორგზის მესამე (1988) პრიზიორი. მსოფლიოში პირველმა შეასრულა სამმაგი მალაყი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
დაიბადა 1971 წლის 28 თებერვალს ქუთაისში.
ძიუდოისტი (+95 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (1991, 93) და ორგზის მესამე (1993, 95) პრიზიორი ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, +95 და აბსოლუტური, 1996, +95) და მესამე პრიზიორი (1990), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და სსრკ ჩემპიონი (1991) ძიუდოში, დსთ-ის ჩემპიონი (1992). XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1996, ატლანტა) აწონაზე დაგვიანების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2021 წლის 11 იანვარს.
დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში.
ძალოსანი (90, 94, 99 კგ). XXV, XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995, 98, 99) და ორგზის მეორე პრიზიორი (1993, 94), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1992, 93, 95, 96), მეორე (1994) და მესამე (1998) ევროპის სუპერთასის მფლობელი (1993) და მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 94). ორჭიდში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996); ატაცში-ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999); აკვრაში - სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996). სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა.
დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში.
თავისუფალ ჭიდაობაში XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1981) და ახალგაზრდებს (1982) შორის. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986).
1998-2004 წლებში იყო საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2007 წლებში - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2012 წლიდან - სეოკ-ის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრია. 2012-2016 წლებში თავმჯდომარეობდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორდენების კავალერი.
დაიბადა 1981 წლის 2 ივლისს ახმეტაში.
ძიუდოისტი (90 კგ). პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (2004, ათენი, XXVIII ოლიმპიადა), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002, 03) და მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (2002), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2000), მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი (1998). ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს საჩხერეში.
ძალოსანი (77და 85 კგ). XXVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2004, ათენი), XXVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (2000, სიდნეი. საუკეთესო შედეგი სამმა ძალოსანმა აჩვენა. მათ შორის მედლები პირადი წონის მიხედვით განაწილდა, სამეულში კი ყველაზე მძიმე ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1995). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში, 1998) და 181 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000). ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1978 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთში.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (66, 74 კგ). XXIX - ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008 პეკინი). მსოფლიოს ჩემპიონი (2003) და ორგზის მესამე პრიზიორი (2002, 2006), ევროპის ჩემპიონი (2007), მეორე (2002) და მესამე (2006) პრიზიორი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული, XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, ათენი - დისკვალიფიკაცია). ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ღირსების ორდენის და მედლის კავალერი.
დაიბადა 1982 წლის 3 მაისს ახალსოფელში (ტყიბული).
ძიუდოიოსტი (90 კგ). XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008, პეკინი, მსოფლიოს ჩემპიონი (2007), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (2007) და ბრინჯაოს (2008) პრიზიორი. ევროპისა და მსოფლიოს დუნდური ჩემპიონი, მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენების კავალერი.
დაიბადა 1976 წლის 1 ივლისს კოლაგში (გურჯაანი).
თავისუფალი სტილის მოჭიდავე (84 კგ). XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2008, პეკინი), მსოფლიოს ჩემპიონი (2005) და მეორე პრიზიორი (2006), ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 2008) და მესამე პრიზიორი (2002), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, XIII ადგილი). ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ღირსების ორდენის და მედლის კავალერი.
დაიბადა 06.04.1964, თბილისი.
მძლეოსნობა, სპრინტი. XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა, 4 X 100 მ) და ფინალური გარბენის მონაწილე (200 მ, VII ადგილი), XXVI ოლიმპიური თამაშების (1996, ატლანტა) მონაწილე (ფინალურ გარბენში ვერ მოხვდა), და სსრკ ჩემპიონი და კეთილი ნების თამაშების მეორე პრიზიორი 200 მ რბენაში (1986), სსრკ თასის მფლობელი (1988), გრან-პრის ოქროს ოთხეულის მონაწილე. საუკეთესო პირადი შედეგი: 100 მ - 11,08 ; 200 მ - 22,24.
დაიბადა 20.11.1927, ღანირი, სამტრედია.
თავისუფალი ჭიდაობა (73 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 57) და მეორე პრიზიორი (1959). XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მონაწილე (1960, რომი - XI ადგილი). სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1952-55, 57), სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). სამბოში სსრკ ჩემპიონი (1952) და მეორე პრიზიორი (1951). ახალგაზრდობის საერთაშორისო თამაშებში გამარჯვებული (1953). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, უმაღლესი კატეგორიის მსაჯი. თბილისის საპატიო მოქალაქე. ფილა-ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2018 წლის 25 ივლისს თბილისში.
დაიბადა 05.06.1961, თბილისი.
წყალში ხტომა, კოშკი. XXII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980, მოსკოვი), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 80), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1978, 79, 81). ესპანეთისა და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
დაიბადა 16.09.1969, სამტრედია.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (60, 63 კგ). XXVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2000, სიდნეი), XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, ათენი _ IX ადგილი), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1999) და მესამე (1997) პრიზიორი, მსოფლიოს თასის მფლობელი გუნდურ პირველობაში (2004), სსრკ თასის მესამე პრიზიორი (1989). ნორვეგიისა და ფინეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 02.10.1955, ქობულეთი.
ფეხბურთი, თავდამსხმელი. თამაშობდა ქობულეთის `შუქურაში~ (1973), ბათუმის "დინამოში" (1974-75, 1983-85), თბილისის "დინამოსა" (1976-82, 1985-87) და ლანჩხუთის "გურიაში" (1982). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი (3 გოლი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 158 მატჩი (52 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). იყო ბათუმის "დინამოს" (1990-93), ქობულეთის "შუქურას" (1990-96) და რუსთავის "მეტალურგის" (1996-97) პრეზიდენტი.
14.04.1941, ჩაბინაანი, ახმეტა. - 20.06.1996 წ.
14.06.1966, მოსკოვი. ძიუდო (80 კგ). XVIII ოლიმპიური თამაშების (1964, ტოკიო) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1965) მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი გუნდურ (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1964, 65, 66) პირად შეჯიბრებაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
დაიბადა 29.05.1939, თელავი.
წყალბურთი. თამაშობდა თბილისის `დინამოში~ (1957-67), მოსკოვის "დინამოსა" (1968-74) და სსრკ ნაკრებში (1958-72). XVII და XIX ოლიმპიური თამაშების (1960, რომი და 1968, მეხიკო) და ევროპის ჩემპიონატის (1962) მეორე პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1965, 69). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, რუსეთის ფედერაციის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2001), რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი.
დაიბადა 08.04.1955, ქლუხორი, ყარაჩაევსკი (რუსეთი).
ფეხბურთი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1974-87). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი (3 გოლი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). სსრკ ნაკრების კაპიტანი (26 მატჩი). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 323 მატჩი (44 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1977) და მესამე (1976 გაზაფხული, 76 შემოდგომა, 81) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1976, 79) და ფინალისტი (1980). სსრკ წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1980). "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში დაიკავა მე-8 ადგილი (1981). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1993-96, 2001-03). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 30.04.1956, ქუთაისი.
კალათბურთი (206 სმ). თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1975-85), "თბილისში" (1991-92), უნგრეთის მაფც-ში (1992-93), თბილისის "ვითაში" (1993-94), თბილისის სდასუ-სა (1994-95) და სლოვაკეთის "სლოვაკო ფარმაში" (1995-96). იყო სსრკ-ის (1978-85) და საქართველოს (1995-96) ნაკრები გუნდების წევრი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 79). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
23.05.1919, ოდესა - 14.04.1983, თბილისი.
მძლეოსნობა, ბადროს ტყორცნა. XV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1946, 50), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1939, 43, 44, 46-50), ოთხგზის მეორე (1951, 52, 54, 55) და მესამე პრიზიორი (1953), მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1949). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1948 - 53,25 მ; 1951 - 53,37 მ; 1952 - 57,04 მ). მისი პირადი საუკეთესო შედეგი - 57,04 მ - 1960 წლამდე მსოფლიოს რეკორდი იყო (1939, 44 და 46 წლებში ოთხჯერ აჩვენა მსოფლიოს რეკორდზე უკეთესი შედეგი. იმ წლებში სსრკ მძლეოსნობის ფედერაცია არ იყო საერთაშორისო ფედერაციის წევრი და ამის გამო ეს შედეგები ოფიციალურ რეკორდთა სიაში არ შეუტანიათ). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
დაიბადა 24. 06. 1933, ბაქო.
მძლეოსნობა, სპრინტი, სიგრძეზე ხტომა. XV და XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1952, ჰელსინკი - რბენა 200 მ, 24,2; 1956, მელბურნი - სიგრძეზე ხტომა, 6,07 მ). სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1951, 53 - რბენა 100 მ და 200 მ), სამგზის მეორე (1949 - რბენა 200 მ; 1951, 53 - სიგრძეზე ხტომა) და მესამე პრიზიორი (1956 - სიგრძეზე ხტომა). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1953 - ესტაფეტა 4X200) და სამგზის მეორე პრიზიორი (1953 - რბენა 100 მ და 200 მ; 1957 - სიგრძეზე ხტომა), მსოფლიოს უნივერსიადის მესამე პრიზიორი (1951 - სიგრძეზე ხტომა). მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1953 - ესტაფეტა 4X200, ორჯერ, ესტაფეტა 4X100; 1954 წელს სიგრძეზე ხტომაში) გაიმეორა ფრანსის ბლანკერს-კუნის მსოფლიოს რეკორდი - 6,25 მ . საუკეთესო პირადი შედეგები: 100 მ - 11,7 წმ; 200 მ - 24,1 წმ; სიგრძეზე ხტომა - 6,25 მ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.
დაიბადა 31.08.1973, მესტია.
კრივი (57, 61 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 99), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1996, 98, 00), "კეთილი ნების თამაშებში" გამარჯვებული (1994), XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და 2000, სიდნეი - ორივე შემთხვევაში მეხუთე ადგილზე გავიდა), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონი (2000), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (1989). სხვადასხვა დროს გამოდიოდა რუსეთისა (1993-96) და თურქეთის სახელით (1997-01). არის სსრკ, რუსეთისა და თურქეთის ჩემპიონი. 2002 წლიდან გადავიდა პროფესიულ კრივში, სადაც გამოდის საქართველოს სახელით. არის ABF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
2.08.1944, ქუთაისი - 23.05.1993, თბილისი.
ველოსპორტი, ტრეკი, სპრინტი. მსოფლიოს ჩემპიონი (1965), მეორე (1969) და მესამე პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო - მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო - IV ადგილი). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73), ორგზის მეორე (1965, 67 - ჰიტი 1000 მ ადგილიდან) და მესამე (1968 - გიტი 1000 მ სვლით) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით - 10,69 წმ და 10,61 წმ (1967). სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974-93), საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-93). მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია ქართულ ფილმში "ხარება და გოგია", რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის - ხარებას როლს.
დაიბადა 14.03.1961, ქუთაისი.
წყალბურთი, მეკარე. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1977-89) და სსრკ ნაკრებში (1981-89). მსოფლიოს ჩემპიონი (1982), მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), უნივერსიადის ჩემპიონი (1985), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1983, 85, 87), XXIV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1988, სეული). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 01.04.1938, თბილისი.
წყალბურთი, მეკარე. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1956-72) და სსრკ ნაკრებში (1958-64). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი), ევროპის ჩემპიონატისა (1962) და მსოფლიო უნივერსიადის (1963) მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის მეორე (1960, 62, 63) და ხუთგზის მესამე (1958, 59, 64, 66, 67) პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1985). თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (1986-იდან). 1985-87 წლებში იყო თსუ-ის პრორექტორი სასწავლო დარგში. ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 30.08.1959, სოხუმი.
მძლეოსნობა, შუბის ტყორცნა. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1980 - 67,76 მ), სსრკ ჩემპიონი (1978) და სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
გარდაიცვალა 2018 წლის 24 ნოემბერს.
28.03.1937, ბათუმი - 01.05.1984, თბილისი.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (70 კგ). ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1964), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1963), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1960, 62, 64-66), სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1963), ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში სამგზის გამარჯვებული (1962-64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
03.02.1932, თბილისი - 14.11.1996, იქვე.
წყალბურთი. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1948-51, 56-61), მოსკოვის "დინამოსა" (1951-56) და სსრკ ნაკრებში (1951-60). იყო თბილისის "დინამოს" მოთამაშე-მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი (1960-67), სსრკ ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1962-64). მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1958), ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953) და ორგზის მეორე პრიზიორი (1955, 57), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი (1954), სსრკ ჩემპიონი (1953), ორგზის მეორე (1956, 60) და ორგზის მესამე პრიზიორი (1958, 59), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონატებში სამჯერ გახდა მეორე (1960, 62, 63) და ორჯერ - მესამე პრიზიორი (1964, 66). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 05.04.1964, თბილისი.
თანამედროვე ხუთჭიდი. XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (V ადგილი გუნდურ პირველობაში), XXVI და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა. 2004, ათენი) - XX და IX ადგილები. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ (1990) და ორგზის მეორე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (1989, 98), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1987, 89), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 88, 89), სსრკ თასის მფლობელი (1986, 88), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1997 წლიდან გამოდიოდა აშშ-ს სახელით.
დაიბადა 15.11.1921, ქუთაისი. - 2 ივნისი 2008 წელი
კალათბურთი (188 სმ). თამაშობდა თბილისის "უნივერსიტეტში" (1941-მდე), თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდსა (1944-49) და თბილისის "დინამოში" (1950-55), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1947-52). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952), ევროპის ჩემპიონი (1947), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1944, 46, 50, 53, 54), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1945) და მესამე (1952) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1950, 51), 1954 წლის სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.
26.03.1934, ბადიაური.საგარეჯო - 06.09.1976, თბილისი.
ძიუდო (93 კგ). XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1964, ტოკიო), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66), ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959-62, 64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
დაიბადა 26.04.1969, ქუთაისი.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (90, 96 კგ). 1993 წლიდან გამოდის რუსეთის სახელით. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1993, 94, 97-99) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1995, 96, 02) და მეორე პრიზიორი (2000), XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა), XXVI, XXVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა - XIII ადგილი; 2000, სიდნეი - XII; 2004, ათენი - VI), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991) და მესამე პრიზიორი (2003).
დაიბადა 18.07.1937, თბილისი.
ფარიკაობა, დაშნა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 67), ორგზის მეორე (1959, 66 - ორივე გუნდურში) და ორგზის მესამე პრიზიორი (1963, 65 - ორივე პირადში), XVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში (1960, რომი), XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო), სსრკ ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), ხუთგზის მეორე (1960, 61, 62, 64, 68) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1957, 58, 60, 65, 67), სსრკ თასის მფლობელი (1960). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 11. 08.1947, პორტ-არტური. - 18.11.2004 წ.
კალათბურთელი (215 სმ). თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში" (1965-68), კიევის "სტროიტელში" (1969-75), მოსკოვის ცსკა-ში (1976-80), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1966-73). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ჩემპიონი (1969), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1973), მსოფლიოს უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1973), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1976, 80), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1970, 74), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 16.04.1972, ქვემო ფშავი, გულრიფში.
თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 03). ატლანტის (1996) და სიდნეის (2000) ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, VIII ადგილი), ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 97, 98, 01, 05), სამგზის მეორე (1993, 95, 02) და ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 06)), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე (1995, 05) და მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ლაიფციგის საერთაშორისო ტურნირის "გრან-პრის" მფლობელი, კრასნოიარსკის, კიევის, მინსკის, ტაშკენტის, მახაჩყალის A კლასის საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003). ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.
დაიბადა 03.02.1971, ხოფური, ლენტეხი.
ძიუდო (78 კგ). ატლანტის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1993), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სამბოში (1993).
20.01.1936, საყულია, წყალტუბო - 23.10.1993, იქვე.
თავისუფალი ჭიდაობა (97, 100 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 71) და მეორე პრიზიორი (1967), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 69) და ორგზის მეორე პრიზიორი (1965, 67), მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968), ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (1964, IX ადგილი). სსრკ ხალხთა IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი პირად და გუნდურ შეჯიბრებებში (1967, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 66), მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 05.01.1968, თბილისი.
ჩოგბურთი. პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი საქართველოში. 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი წყვილთა თანრიგში (ნატალია ზვერევასთან ერთად). სსრკ ჩემპიონი (1989). 1990-91 წლებში შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ოცეულში, საუკეთესო ადგილი მსოფლიო რეიტინგში _ მე-12 (1991 წლის აგვისტო). მონაწილეობა მიიღო "გრანდ სლემის" 23 ტურნირში (56 შეხვედრიდან 33 მოიგო). ითამაშა "დევისის თასის" 9 მატჩში (5 - სსრკ ნაკრებში, 4 - საქართველოს ნაკრებში). მოგებული აქვს ჭთA ტურის 5 ტურნირი: ნეშვილის (აშშ) - 1989; ოკლენდის (ახალი ზელანდია) და მოსკოვის (სსრკ) - 1990; ველინგტონის (ახალი ზელანდია) - 1991; ჰობარტის (ავსტრალია) - 1995. სულ ჭთA ტურნირებში გამართული 357 შეხვედრიდან 223 მოიგო. 1995 წელს თბილისში დაარსდა მისი სახელობის ჩოგბურთის აკადემია. 1998 წლიდან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ღირსების ორდენის კავალერი.
ლეილა მესხი "გრანდ სლემის" ტურნირებზე (ერთეულთა თანრიგი)1988 უიმბლდონი1/64 სენდი კოლინზი (აშშ) 6:4, 4:6, 9:71/32 მერი ჯო ფერნანდესი (აშშ) 1:6, 5:71988 აშშ 1/64 ტინე შოიერ-ლარსენი (დანია) 7:5, 4:6, 6:3 1/32 პამ შრაივერი (აშშ) 4:6, 6:1, 6:4 1/16 ტერი ფელპსი (აშშ) 6:4, 3:6, 6:71989 როლან გაროსი 1/64 ჰელენა სუკოვა (ჩეხოსლოვაკია) 5:7, 1:61989 აშშ 1/64 კარინ კინტრე (საფრანგეთი) 6:2, 7:6 1/32 ბეტსი ნეიჯელსენი (აშშ) 6:3, 6:1 1/16 გაბრიელა საბატინი (არგენტინა) 2:6, 0:61990 ავსტრალია 1/64 ლაურა გოლარსა (იტალია) 6:4, 6:4 1/32 სესილია დალმანი (შვედეთი) 2:6, 6:1, 6:3 1/16 შტეფი გრაფი (გფრ) 4:6, 1:61990 როლან გაროსი 1/64 რეიჩელ მაკქილანი (ავსტრალია) 6:4, 6:1 1/32 ლარისა სავჩენკო (სსრკ) 3:0, ტრავმა 1/16 მონიკა სელეში (იუგოსლავია) 6:7, 6:71990 უიმბლდონი 1/64 კარინ კინტრე (საფრანგეთი) 6:3, 3:6, 2:61990 აშშ 1/64 აკიკო კიჯიმუტა (იაპონია) 6:4, 6:2 1/32 ნატაშა ზვერევა (სსრკ) 6:4, 6:0 1/16 კატია პიკოლინი (იტალია) 6:2, 4:6, 7:6 1/8 ლინდა ფერანდო (იტალია) 7:6, 6:1 1/4 გაბრიელა საბატინი (არგენტინა) 6:7, 4:61991 როლან გაროსი 1/64 სანდრა დოპფერი (ავსტრია) 6:2, 6:2 1/32 კლაუდია კოდე-კილში (გერმანია) 7:5, 6:1 1/16 ლინდა უაილდი (აშშ) 6:3, 6:1 1/8 იანა ნოვოტნა (ჩეხოსლოვაკია) 0:6, 6:71991 აშშ 1/64 პასკალ პარადი-მანგონი (საფრანგეთი) 3:6, 6:3, 6:2 1/32 ლაურა გილდემაისტერი (პერუ) 6:4, 3:6, 6:0 1/16 ჯიჯი ფერნანდესი (აშშ) 6:7, 7:6, 6:71992 ავსტრალია 1/64 ანხელიკა გავალდონი (მექსიკა) 6:2, 6:2 1/32 ნიკოლ არენდტი (აშშ) 6:1, 6:2 1/16 მარკეტა კოხტა (გერმანია) 6:1, 7:6 1/8 მონიკა სელეში (იუგოსლავია) 4:6, 6:4, 2:61992 როლან გაროსი 1/64 ლაურა გარონე (იტალია) 6:1, 6:3 1/32 ფედერიკა ბონსინიორი (იტალია) 6:1, 6:1 1/16 ლინდა ფერანდო (იტალია) 1:6, 7:6, 6:4 1/8 კონჩიტა მარტინესი (ესპანეთი) 4:6, 5:71992 უიმბლდონი 1/64 არანჩა სანჩეს-ვიკარიო (ესპანეთი) 3:6, 6:71992 აშშ 1/64 ალესია დოშომ-ბალერე(საფრანგეთი) 4:6, 6:0, 7:6 1/32 ნაოკო სავამაცუ (იაპონია) 6:3, 4:6, 4:61993 ავსტრალია 1/64 ნატალი ტოზიე (საფრანგეთი) 7:5, 4:6, 4:61993 როლან გაროსი 1/64 სილვი საბასი (საფრანგეთი) 6:2, 6:3 1/32 ვილტრუდ პრობსტი (გერმანია) 6:2, 6:4 1/16 არანჩა სანჩეს-ვიკარიო (ესპანეთი) 3:6, 0:61993 უიმბლდონი 1/64 მაგდალენა მალეევა (ბულგარეთი) 2:6, 2:61993 აშშ 1/64 ჯენიფერ კაპრიატი (აშშ) 1:6, 6:4, 6:4 1/32 კატერინა მალეევა (ბულგარეთი) 1:6, 2:61994 ავსტრალია 1/64 ანკე ჰუბერი (გერმანია) 1:6, 3:61994 როლან გაროსი 1/64 კატალინა კრისტია (რუმინეთი) 6:2, 4:6, 6:4 1/32 სანდრა კაციჩი (აშშ) 7:6, 4:6, 7:5 1/16 ანკე ჰუბერი (გერმანია) 1:6, 4:61994 უიმბლდონი 1/64 ბრენდა შულც-მაკკართი (ჰოლანდია) 6:2, 3:6, 4:61994 აშშ 1/64 აი სუგიიამა (იაპონია) 6:1, 6:4 1/32 ანკე ჰუბერი (გერმანია) 6:2, 6:2 1/16 ბარბარა რიტნერი (გერმანია) 4:6, 6:3, 6:2 1/8 კიმიკო დატე (იაპონია) 2:6, 7:6, 5:71995 ავსტრალია 1/64 სუნგ ჰე პარკი (კორეა) 6:0, 6:7, 2:6
დაიბადა 25.11.1936, თბილისი.
კალათბურთი (186 სმ). თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1953-67), თბილისის "სინათლეში" (1968-71). სსრკ ნაკრების წევრი (1957-64), XVII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 59, 63), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 60, 61) და მესამე (65) პრიზიორი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სტუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1984-იდან), ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 23.05.1940, თბილისი.
კალათბურთი (196 სმ). თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1959-72) და სსრკ ნაკრებში (1963-64). XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964, ტოკიო), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სამგზის მეორე (1959, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969). თბილისის "დინამოს" მწვრთნელი (1972-2003). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
გარდაიცვალა 2020 წლის 5 მარტს.
05.03.1938, თბილისი - 20.10.1984, იქვე.
ცურვა, თავისუფალი სტილი. მელბურნის ოლიმპიური თამაშების (1956) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა 4X200 მ - III ადგილი; 400 მ - XVI ადგილი), რომის ოლიმპიური თამაშების (1960) მონაწილე (ესტაფეტა 4X200 მ - VIII ადგილი), ევროპის ჩემპიონი (1958 _ ესტაფეტა 4X200 მ) და მეორე პრიზიორი (1958 - 400 მ), ახალგაზრდობის მეგობრული სპორტული თამაშების ორგზის ჩემპიონი (1957 - 1500 მ, ესტაფეტა 4X200 მ) და მეორე პრიზიორი (1957 - 400 მ), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1956-60 - 400 მ; 1957 - 1500 მ) და სამგზის მესამე პრიზიორი (1958 - 1500 მ; 1963 - კომპლექსური 400 მ, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის სამგზის რეკორდსმენი: 400 მ - 4.34.6 წთ (1956), 1500 მ - 18.28.2 წთ (1957), 1500 მ - 18.25.2 წთ (1957). საუკეთესო პირადი შედეგები: თავისუფალი სტილით 100 მ - 58.0 წმ, 200 მ - 2.07.8 წთ, 400 მ - 4.30.8 წთ, 800 მ - 9.32,8 წთ, 1500 მ - 18.22,4 წთ; კომპლექსური 200 მ - 2.29.4 წთ, 400 მ - 5.03.3 წთ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 16.10.1983, თბილისი.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (96 კგ). ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2004), მსოფლიოს ჩემპიონი (2007) და მესამე პრიზიორი (2003), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2003, 07) და მესამე პრიზიორი (2008), მსოფლიოს თასის ორგზის (2003, 04) და ევროპის თასის მფლობელი (2004). მსოფლიოსა (2003) და ევროპის (2003) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.
დაიბადა 27.07.1947, პატარძეული, საგარეჯო.
ძიუდოისტი (+95 კგ). XX ოლიმპიური თამაშების (1972, მიუნხენი) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1974, 75) და გუნდურ (1970) პირველობაში, სამგზის მეორე (1969, 72, 76) და მესამე (1971) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1973) და ბრინჯაოს პრიზიორი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1970, 72). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
10.05.1923, ქუთაისი -15.03. 2005, თბილისი.
კალათბურთი (190 სმ). თამაშობდა ქუთაისის "დინამოში" (1943-46), თბილისის "დინამოში" (1947-58), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1947-55) და მისი კაპიტანი (1953-55). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 51, 53) და მესამე პრიზიორი (1955), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 53, 54), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 52) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949, 50), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952). სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1958-62), თბილისის "დინამოს" (1962-67), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-70) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი მოიპოვა (1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.
01.01.1938, თბილისი - 25.04.2004, იქვე.
ტყვიის სროლა. XVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო), XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1968, მეხიკო - IV ადგილი), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1959 - გუნდურში, 1969 - პირადსა და გუნდურში), ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობაში გამარჯვებული (1958), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1961, 64, 68), სამგზის მეორე (1961, 63, 68) და მესამე (1959, 63, 67) პრიზიორი, სსრკ ხალხთა II და III სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1959 - პირადში, 1963 - გუნდურში), III და IV სპარტაკიადების მესამე პრიზიორი (1963, 67 ორივე - პირადში), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის წევრი (1982-92), სპორტის აკადემიის გამოყენებითი სახეობების კათედრის გამგე (1988-04). ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 01.01.1974, თბილისი.
მშვილდოსნობა. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1990 - გუნდური, 1992 - პირადი და გუნდური) და მესამე პრიზიორი (1990 - პირადი). XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა - გუნდურში, პირადში V-VIII ადგილი), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და 2000, სიდნეი - ორივეჯერ შეჯიბრებას 1/32 - ფინალიდან გამოეთიშა). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1989), დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1992). 2005 წლიდან გამოდის აშშ-ის სახელით.
26.12.1940, ნაოზა, მცხეთა - 01.02.1964, თბილისი.
თავისუფალი ჭიდაობა (63 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1961), XVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1960, რომი), სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1961, 62). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
დაიბადა 21.03.1939, თბილისი.
თავისუფალი ჭიდაობა (78 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1963, 65) და ორგზის მეორე პრიზიორი (1966, 67), ევროპის ჩემპიონი (1965) და მესამე პრიზიორი (1968). ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1964), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964-66) და მესამე პრიზიორი (1968), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე.
16. 03. 1928, თბილისი - 29. 08. 1998, მოსკოვი.
მძლეოსნობა, სპრინტი. XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1952, ჰელსინკი - ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის ჩემპიონი (1950 - ესტაფეტა 4X100) და მესამე პრიზიორი (1954 - ესტაფეტა 4X100), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1948, 52 - ესტაფეტა 4X100), ექვსგზის მეორე (1948, 52, 54 - რბენა 100 მ; 1948 - რბენა - 200 მ; 1954 - ესტაფეტა 4X100 და ესტაფეტა 4X400) და შვიდგზის მესამე (1949, 50, 53 - რბენა 100 მ; 1950, 51, 54 - რბენა 200 მ; 1950 - ესტაფეტა 4X400) პრიზიორი. მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1951, 54 - ესტაფეტა 4X100) და ორგზის მეორე პრიზიორი (1951, 54 - რბენა 100 მ), მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშების მეორე (1955 - ესტაფეტა 4X100) და მესამე (1953 - ესტაფეტა 4X100) პრიზიორი. პირადი საუკეთესო შედეგები: 100 მ - 10,3 წმ; 200 მ - 21,4 წმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
08.02.1937, დერჩი, წყალტუბო. -18. 11. 2010, თბილისი.
ძალოსნობა (60 კგ). XIX და XX ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი). მსოფლიოს ჩემპიონი (1973) და მეორე პრიზიორი (1974). მსოფლიოს ჩემპიონატში აკვრაში მოიგო მცირე ოქროს მედალი (1969). ევროპის ჩემპიონი (1972) და ოთხგზის მეორე პრიზიორი (1968, 69, 71, 74). ევროპის ჩემპიონატებში მოგებული აქვს სამი მცირე ოქროს მედალი (1972 - ატაცსა და აკვრაში, 1973 - აკვრაში). სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969-74) და ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 75). დამყარებული აქვს მსოფლიოს სამი რეკორდი: ორი აკვრაში - 153,5 კგ (1971), 156,0 კგ (1972) და ერთი სამჭიდში - 402,5 კგ (1972). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 23.07.1956, ქუთაისი.
ფეხბურთი, ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში" (1974-78), თბილისის "დინამოსა" (1978-88) და "ჰოლმსუნდში" (შვედეთი). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი (2 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1988) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1980) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 279 მატჩი (21 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). იყო საქართველოს 16- და 17-წლამდელთა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი (1994-95, 2000). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
09.11.1932, მთისკალთა, ონი -25.03.2008, თბილისი.
თავისუფალი ჭიდაობა (79 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1959) და მეორე პრიზიორი (1957). XVII ოლიმპიადის (1960, რომი) და XVI ოლიმპიადის მესამე (1956, მელბურნი) პრიზიორი. სსრკ სამგზის ჩემპიონი (1954, 57, 60), ორგზის მეორე (1953, 58) და მესამე (1955) პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956) და II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). შვედეთის, უნგრეთის, აშშ-ის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 24. 05.1962, გორი.
ძიუდო (71 კგ). XXIV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1985) და მესამე პრიზიორი (1984), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), ევროპის თასის მფლობელი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 89, 90). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
დაიბადა 14.06.1978, გორი.
თავისუფალი ჭიდაობა (58, 66 კგ). პეკინის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2008). მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის (2006) და ორგზის ბრინჯაოს (2005, 07) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონატების სამგზის მესამე პრიზიორი (1999, 01, 10). ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (1996) და მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1996). XXVII და XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000, სიდნეი - XV ადგილი; 2004, ათენი - XXI ადგილი). ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 21.06.1969, მარტყოფი, გარდაბანი.
ძიუდო (60 კგ). სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1988), მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 89), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1990), "კეთილი ნების თამაშების" ჩემპიონი (1990), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1988, 89). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (1989). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
1939, თბილისი - 2009, თბილისი.
კალათბურთი (192 სმ). თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1958-74). სსრკ ნაკრების წევრი (1960-65), რომის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ჩემპიონი (1961), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე (1960, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969). მაღალი ნახტომისა და ჰაერში შეყოვნების უნარის გამო მეტსახელად `პტიცა~ შეარქვეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, თსუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1997-იდან), დოცენტი, ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 22.01.1973, ბათუმი.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (85 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (2001), სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2000), ათენის ოლიმპიადის მონაწილე (2004, ჯგუფიდან ვერ გავიდა), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003), მსოფლიოს თასის მფლობელი პირად პირველობასა (2003) და გუნდურ ჩათვლაში (2004). ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
დაიბადა 19.04.1974, ფლავი, გორი.
ძიუდო (66, 71 კგ). 2004 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 97), მეორე (1995) და ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 2000), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 97), სიდნეის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2000), ატლანტის (1996, VII ადგილი) და ათენის (2004, დამარცხდა პირველ წრეში) ოლიმპიური თამაშების მონაწილე, დსთ-ის ჩემპიონი (1992), მსოფლიოსა (1994) და ევროპის (1993) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1995). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.
დაიბადა 01.07.1978, ფოთი.
კრივი (91, +91 კგ). XXVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2000, სიდნეი), ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1998). ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის A კლასის ტურნირებში გამარჯვებული.
დაიბადა 16.01.1951, ნაცარგორა, ხაშური.
ძიუდო (95 კგ). XXI ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1976, მონრეალი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1976) და ორგზის მესამე (1975, 80) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 79), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1974, 76, 79, 80), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1971, 73). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. გარდაიცვალა 2017 წლის 13 სექტემბერს.
დაიბადა 20.07.1975, მესტია.
ძიუდო (60 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 03) და შვიდგზის მესამე პრიზიორი (1999-02, 07, 08, 09). XXVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2004, ათენი), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (2007) და მესამე პრიზიორი (1999), ევროპის სამგზის (2002, 03, 07) და მსოფლიოს ჩემპიონი (2006) გუნდურ პირველობაში, ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1992), ევროპის ჩემპიონი სამბოში (2010) და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სამბოში (1994). ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 28.09.1940, თბილისი.
თავისუფალი ჭიდაობა (68 კგ). ტოკიოს ოლიმპიური თამაშების (1964) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1969), სსრკ ჩემპიონი (1969), მეორე (1962) და მესამე (1972) პრიზიორი, სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1971). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 24.04.1955, სკრა, გორი.
ძიუდო (95 კგ). ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1979, 81), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1980), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და მეორე პრიზიორი (1981), ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 82), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დაიბადა 05.01.1943, ბანძა, გეგეჭკორი (ახლანდ. მარტვილი).
ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა გეგეჭკორის "სალხინოში" (1959), თბილისის "დინამოსა" (1961-75) და ქუთაისის "ტორპედოში" (1975-76). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი (6 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1972) პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი (IV ადგილი, 1966) და მონაწილე (1970). სსრკ ნაკრების კაპიტანი (23 მატჩი). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 293 მატჩი (15 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962, 67, 69, 71, 72) და სსრკ თასის ფინალისტი (1970). იყო ზუგდიდის "დინამოს" (1977-79, 1981), სამტრედიის "ლოკომოტივის" (1980), ლანჩხუთის "გურიის" (1981-82, 1990), თბილისის "შევარდენი 1906-ის" (1983-87, 1988, 1992-94, 1996), "სამტრედიის" (1991-92, 1994-95), ზუგდიდის "ოდიშის" (1996-97), თბილისის "დინამოს" (1998-99), თბილისის "ლოკომოტივის" (1999) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (1999-2001) მთავარი მწვრთნელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენის კავალერი.
01.09.1933, თბილისი - 11.04.1966, თერჯოლა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (62 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956, მელბურნი), სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1952). დაიღუპა ავტოკატასტროფაში ოლიმპიურ ჩემპიონთან ავთანდილ ქორიძესთან ერთად.
დაიბადა 15.04.1945, ქუთაისი.
ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის "იმერეთში" (1962), თბილისის "დინამოში" (1963, 1968-76), ქუთაისის "ტორპედოში" (1964, 1966-67), სოხუმის "დინამოში" (1964-65). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების (1972) მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 301 მატჩი (5 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1969, 71, 72, 76 გაზაფხული). თბილისის ასკ-ის (1976), სამტრედიის "ლოკომოტივის" (1977), ქუთაისის "ტორპედოს" (1978, 1988-89, 2001-02), ფოთის "კოლხეთის" (1979), თბილისის "დინამოს" (1991-93), რუსთავის "მეტალურგის" (1993-95), შეპეტოვკის "ტემპის" (უკრაინა, 1995), ლატვიის ნაკრების (1998-99), თბილისის "ლოკომოტივის" (1999-2000), საქართველოს ნაკრების (1999-2001 - დავით ყიფიანთან ერთად), ელისტის "ურალანის" (რუსეთი, 2002), ვლადიკავკაზის "სპარტაკ-ალანიის" (რუსეთი, 2003) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" (1991, 92) და ქუთაისის "ტორპედო" (2001, 02) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თბილისის "დინამომ" (1992), თბილისის "ლოკომოტივმა" (2000) და ქუთაისის "ტორპედომ" (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.
დაიბადა 1992 წლის 31 იანვარს კარალეთში (გორის რაიონი).
ძიუდოისტი (66, 73 კგ). XXX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2012, ლონდონი), XXXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2016, რიო დე ჟანეირო) და XXXII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2020, ტოკიო). მსოფლიოს ჩემპიონი (2021). მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი (2013), სამგზის მესამე პრიზიორი (2014, 2015; 2023 - შერეულ გუნდურში). ევროპის ჩემპიონი (2013), ორგზის მეორე (2016, 2020) და მესამე პრიზიორი (2012, 2024). ევროპის ოთხგზის გუნდური ჩემპიონი (2012, 2013, 2016, 2017) და მეორე პრიზიორი შერეულ გუნდურში (2024). მესამე ევროპული თამაშების შერეულ გუნდური ჩემპიონი (2023) და პირველი ევროპული თამაშების მეორე გუნდური პრიზიორი (2015). ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1986 წლის 27 მაისს ბორჯომში.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (60კგ). XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი (ლონდონი, 2012 წ), ევროპის ჩემპიონი (2011).
დაიბადა 1985 წლის 19 მარტს ხობში
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (66კგ). XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (ლონდონი, 2012 წ), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2012) და ბრინჯაოს პრიზიორი (2009, 2012), მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის ვერცხლის მედლის მფლობელი (2009, 2011)
დაიბადა 1991 წლის 30 მარტს ყაზბეგში
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (84კგ). XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (ლონდონი, 2012 წ), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2012, 2013) და ვერცხლის პრიზიორი (2011), ბრინჯაოს პრიზიორი (2016). მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი (2011). მრავალი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი და გამარჯვებული.
დაიბადა 1986 წლის 9 ნოემბერს თბილისში
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (+100კგ). XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (ლონდონი, 2012 წ), ბრინჯაოს პრიზიორი (2012 წ), მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი (2011 წ). აზიის ჩემპიონი (2018 წ. უზბეკეთის სახელით).
დაიბადა 1991 წლის 18 აპრილს გორში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (57კგ). XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2016, რიო), XXX ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (2012, ლონდონი). მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი, ვერცხლის პრიზიორი (2014) და ბრინჯაოს პრიზიორი (2017). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2014, 2016, 2017), ვერცხლის პრიზიორი (2011) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 2018 ), მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2019). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2010, 2011). ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. 2015 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.
გიორგი გოგშელიძე
დაიბადა 1979 წლის 7 ნოემბერს გორში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (96კგ). ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (პეკინი, 2008 წ) და ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (ლონდონი, 2012 წ), მსოფლიოს ჩემპიონი (2001 წ), ვერცხლის (2006) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2009, 2010 წ), ევროპის ჩემპიონი (2008 წ), ორგზის ვერცხლის (2001, 2010 წ) და ორგზის ბრინჯაოს (2006, 2007 წ) პრიზიორი. 2005 წლამდე გამოდიოდა რუსეთის სახელით.
დაიბადა 1994 წლის 1 აპრილის გორში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (125 კგ). XXXIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2024, პარიზი), XXXII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2020, ტოკიო), XXXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2016, რიო დე ჟანეირო). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (2017, 2018, 2019 ), ორგზის მეორე პრიზიორი (2021, 2023) და სამგზის მესამე პრიზიორი (2013, 2015, 2022) ევროპის ორგზის ჩემპიონი (2016, 2020), ხუთგზის ვერცხლის (2018, 2019, 2022, 2023, 2024) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, 2017, 2021). პირველი ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი (2015). ღირსების ორდენის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1994 წლის 26 ივლისს, განახლებაში (ხულოს რაიონი).
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (66 კგ). XXXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2016, რიო დე ჟანეირო), ევროპის ჩემპიონი (2021), ევროპის ჩემპიონატის მეორე (2018) და მესამე პრიზიორი (2016), მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2019), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი(2014) და ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2014). ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში.
ძალოსნობა (+102, +105 და +109 კგ). XXXI ოლიმპიური თამაშების (2016, რიო დე ჟანეირო), XXXII ოლიმპიური თამაშების (2020, ტიკიო) და XXXIII ოლიმპიური თამაშების (2024, პარიზი) ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური რეკორდსმენი, მსოფლიოს შვიდგზის (2015, 2017, 2018, 2019, 2021, 2022, 2023) და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი (2016, 2017, 2018, 2019, 2021, 2022, 2023), 2017, 2018 და 2019 წლების მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი. ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1994 წლის 26 ივლისს ჩაქვში (ქობულეთის რაიონი).
ძალოსნობა (+105 და + 109 კგ). XXXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2016, რიო დე ჟანეირო). ევროპის ჩემპიონი (2015), მეორე (2019) და მესამე პრიზიორი (2012). ევროპის ჩემპიონატზე მოგებული აქვს ვერცხლის მედალი ატაცში (2013, 2019), ბრინჯაოსი - აკვრაში (2019), მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბრინჯაოს მედალი ატაცში (2014). ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1989 წლის 27 თებერვალს ლენტეხში.
ძიუდოისტი (90, 100 კგ). ზაფხულის XXX ოლიმპირი თამაშების მონაწილე (ლონდონი 2012) და ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2016, რიო დე ჟანეირო). მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის ვერცხლის (2013, 2017, 2018) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014, 2015). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), ხუთგზის მეორე (2009, 2010, 2013, 2019, 2021) და მესამე პრიზიორი (2011). პირველი და მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2015, 2019). ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ერთგზის გუნდური ჩემპიონი. ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 15. 11 .1987 , ცხინვალი.
ძალოსანი(94 კგ), პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2008), მსოფლიოს ჩემპიონი (2005,20 წლამდე იუნიორთა შორის) , ევროპის ჩემპიონი (2010, გამოდიოდა პოლონეთის სახელით).
დაიბადა 2000 წლის 26 ივლისს არხილოსკალოში (დედოფლისწყარო).
ძიუდოისტი (90 კგ). XXXII ოლიმპიური თამაშების (2020, ტიკიო) და XXXIII ოლიმპიური თამაშების (2024, პარიზი) ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის (2023) , ბრინჯაოს (2022) და გუნდურში ბრინჯაოს პრიზიორი (2023). ევროპის ჩემპიონი (2021), მეორე (2023) და მესამე (2024) პრიზიორი, ვერცხლის პრიზიორი გუნდურში (2024). ევროპული თამაშების გუნდური ჩემპიონი (2023). ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1993 წლის 3 ოქტომბერს ქარელში.
ძიუდოისტი (66 კგ). XXXII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2020, ტოკიო). მსოფლიოს ჩემპიონატების მესამე პრიზიორი (2017, 2024). ევროპის ჩემპიონი (2016, 2024), მეორე (2021) და მესამე პრიზიორი (2019). ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი (2019). ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1995 წლის 5 თებერვალს კოჯორში.
ძიუდოისტი (+100 კგ). XXXII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2020, ტოკიო). მსოფლიოს ჩემპიონი (2018), მეორე (2024) და მესამე (2022) პრიზიორი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (2017, 2019), ორგზის ვერცხლის (2023, 2024) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2020, 2021. 2022). ევროპული თამაშების ჩემპიონი (2019). ღირსების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1993 წლის 28 სექტემბერს წყალტუბოში.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე (130 კგ). XXXII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2021, ტოკიო), XXXI ოლიმპიური თამაშები (2016, რიო დე ჟანეირო) - მე-7 ადგილი. მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2019), ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის (2019, 2021) და ბრინჯაოს მედლების მფლობელი (2018), ევროპული თამაშების ჩემპიონი (2019). ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში (2016), იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2012), იუნიორებში ევროპის ჩემპიონი (2013) და ბრინჯაოს პრიზიორი (2012). კადეტებში ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2010).
დაიბადა 1996 წლის 17 სექტემბერს დონეცკში (უკრაინა).
ძალოსნობა (96 კგ). XXXII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2021, ტოკიო). მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2019), ევროპის ჩემპიონი (2021) და მესამე პრიზიორი (2019). მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული აქვს ოქროს მედალი ატაცში (2019), ევროპის ჩემპიონატზე - ვერცხლის მედალი ატაცში (2019). ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში (2019).
დაიბადა 1997 წლის 17 მაისს მცხეთაში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე (97, 125 კგ). XXXIII ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2024, პარიზი). მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2022, 2023). ევროპის ორგზის ჩემპიონი (2023, 2024). მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2019). ბრწყინვალების ორდენის კავალერი.
დაიბადა 1999 წლის 1 დეკემბერს ხაშურში.
ძიუდოისტი (81 კგ). XXXIII ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2024, პარიზი). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (2022, 2023, 2024) და ვერცხლის პრიზიორი (2021). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2020, 2022, 2024) და ვერცხლის პრიზიორი (2023). ბრწყინვალების საპრიზიდენტო ორდენის კავალერი.
დაიბადა 2001 წლის 18 ივნისს ტყიბულში.
ძიუდოისტი (100 კგ). XXXIII ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2024, პარიზი). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2021). ევროპის ჩემპიონატების მეორე პრიზიორი (2023, 2024). ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
დაიბადა 1996 წლის 27 აგვისტოს რუსთავში.
მოკრივე (63.5 კგ). XXXIII ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2024, პარიზი). მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (2021, 2023). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2022, 2024) და ევროპული თამაშების მეორე პრიზიორი (2023). ღირსების ორდენის კავალერი.
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე თბილისის გუნდი ლიდერობს
4 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე შეჯიბრებები სპორტის 14 სახეობაში გაიმართა, მედლების კომპლექტი გათამაშდა სპორტის 7 სახეობაში: ბ/რ ჭიდაობა, მინი ფეხბურთი,ცურვა,კალათბურთი 3X3,მძლეოსნობა, ქართული ჭიდაობა, ტაეკვონდო
საქართველოს ახალგარზდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ
ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგარდული მულტისპორტული ღონიძიების -საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გრანდიოზული და შთამბეჭდავი გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ფესტივალის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ახალგარზდულ ოლიმპიურ ფესტივალში 12 სპორტის სახეობაში ( საქართველოს 12 რეგიონის წარმომადგენლებმა იასპარეზა. მედლების კომპლექტი გათამაშდა 4 სახეობაში
შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან
დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, დიმიტრი შიოლაშვილთან, გულთბილი შეხვედრა გაიმართა



